Thursday, December 12, 2013

ოლიგოპოლია

ბაზარი, რომელშიც ცოტა გამყიდველია. შესაბამისად, მოლაპარაკების ან „სათამაშო“ თეორიული სტრატეგიის გზით მათ შეუძლიათ ფასებისა და შემოთავაზებული საქონლის ხარისხის გაკონტროლება. პოლიტიკური ბაზრების უმრავლესობა, სადაც პოლიტიკური პარტიები პოლიტიკით „ვაჭრობას“ ეწევიან, ოლიგოპოლიურია.

Wednesday, December 11, 2013

რა არის მონოპოლია?

Gk. monopōlia 
1. რაიმეს წარმოების ან გაყიდვის განსაკუთრებული უფლება, რაც ეკუთვნის ერთ პირს, პირთა ჯგუფს ან სახელმწიფოს.
2. გადატ. უპირატესობა, პირველობა რაიმე საქმეში.
3. მსხვილი კაპიტალისტური გაერთიანება, რომელიც წარმოიშვება წარმოებისა და კაპიტალის კონცენტრაციის საფუძველზე მეურნეობის რომელიმე დარგში გაბატონებისა და მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით.